მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით...

ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება – სოფო ჯაფარიძე

Published on

„ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით. ივანიშვილის რუსული კანონი არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენ გზას ევროპისკენ, არამედ გვწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში.“ – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით. 

სოფო ჯაფარიძის განცხადებით – „ამ დრომდე საქართველოს მთავრობას არ გაუცია მკაფიო პასუხი, როგორ აპირებს გააგრძელოს ის პროექტები, რომელიც ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიერ ფინანსდებოდა და „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის გამო შეჩერდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს „ქართული ოცნების“ შექმნილი კრიზისის გამო რა ბედი ელის ამ პროექტებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა, ეს პროექტები, ჯამში 95 მილიონ დოლარზეა საუბარი! მათ შორის არის ჯანდაცვის სექტორიც.

ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით.

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენს გზას ევროპისკენ, არამედ გვწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში.

აქ საუბარია პროექტებზე, როგორიცაა ექიმების მომზადება, საავადმყოფოების მშენებლობა, ინტერნეტის მიწოდება სოფლად კლინიკებისთვის და სხვა ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტზე.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ამერიკული დახმარება 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეს კონტაქტები კიდევ უფრო გაძლიერდა და საქართველოში არა ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკული პროექტი განხორციელდა, მათ შორის არის ლუგარის ლაბორატორია.

ამიტომ ჩემი კოლეგები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ახლა ესწრებიან ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ყრილობას -ჩვენ იქ ვართ ერთი მკაფიო გზავნილით, საქართველო ხელახლა გაიხსნება ამერიკული ინვესტიციებისთვის და დახმარებისთვის, როდესაც ჩვენ მოვიშორებთ „ქართულ ოცნებას“.

შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ჩვენ ავაშენებთ მეტ საავადმყოფოს, მოვამზადებთ მეტ ექიმს და ექთნებს და გავაუმჯობესებთ ჯანდაცვას ქართველებისთვის, რათა მათ იცხოვრონ უკეთესად, უფრო დიდხანს. ოღონდ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა განვკურნოთ ავადმყოფობისგან, რომელიც არის ქართული ოცნება. დასავლური ინვესტიციებისთვის, დასავლური ხელფასებისთვის და დასავლური ხარისხის ჯანდაცვისთვის, ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია.“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...