გამოცემა “აჭარათაიმსის” ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ბელარუსი ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა.
გამოცემა წერს, რომ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო.
მათივე ცნობით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მოხდა.
მათივე ცნობით, ბრადებული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელია.