მთავარისიახლეებისაქართველოს ექსპორტი შემცირდა და იმპორტი გაიზარდა - უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი...

საქართველოს ექსპორტი შემცირდა და იმპორტი გაიზარდა – უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და აშშ არიან

Published on

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 566 800 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია. წინასწარი შედეგები საქსტატმა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემების თანახმად ექსპორტი 3 532 200 000 აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 1.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034 600 000 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 2.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ივლისში, 5 502 400 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (587 500 000 აშშ დოლარი), ყაზახეთი (446 500 000 აშშ დოლარი) და რუსეთი (407 200 000 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 519 700 000 აშშ დოლარი), რუსეთი (1 020 600 000 აშშ დოლარი) და აშშ (991 200 000 აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 809 500 000 აშშ დოლარი), რუსეთი (1 427 800 000 აშშ დოლარი) და აშშ (1 078 400 000 აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 192 700 000 აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 201 400 000 აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 174 400 000. აშშ დოლარით (4.9 პროცენტი).

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...