მთავარისიახლეებიპოლიტიკაარც კი რცხვენიათ, რომ რუსეთი გაეროში მათ განცხადებას სიტყვასიტყვით იმეორებს - ბარამიძე

არც კი რცხვენიათ, რომ რუსეთი გაეროში მათ განცხადებას სიტყვასიტყვით იმეორებს – ბარამიძე

Published on

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის ომის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას და “ნაციონალური მოოძრაობის” შესაძლო გასამართლების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

გიორგი ბარამიძე:

“მინდა გამოვეხმაურო იმ მოღალეტეობრივ განცხადებას, რომელიც გააკეთა ივანიშვილის კრიმინალური ბანდის წარმომადგენელმა და გამოიყენა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა საქართველოს წინააღმდეგ გაეროში. ჩვენ გუშინ ვიხილეთ “ქართულ ოცნებად” წოდებული ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, არამედ დაიწყეს კვლავ იგივეს ლაპარაკი და კვლავ გააგრძელეს საქართველოს დადანაშაულება რუსეთის საამებლად და პუტინის დავალების შესაბამისად რუსეთისთვის სისხლიანი ხელების მოსაწმენდად.

ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ისინი კი არ ცდებიან და რაიმე შემთხვევით კი არ მოსდით, არამედ ეს მოღალეტთა ბანდა იმიტომ მოიყვანა პუტინის რეჟიმმა ხელისუფლებაში, რომ სწორედ ეს ღალატი ჩაედინა, რომ მიუხედავად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტებისა, რომელიც ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს რომ არა, რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე ომის გაჩაღებაში საქართველოსვე ტერიტორიაზე.

აი, ეს არის მიზანი, რისთვისაც მოიყვანა პუტინმა ეს ბანდა ხელისუფლებაში და ეს არის მიზეზი, რატომაც ზის დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში, რატომაც ჰყავთ ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს ის ტყვედ.

ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც უფრთხის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის მთავარი პრობლემა, ამ მოღალატეთა ბანდის მთავარი პოლიტიკური საპირწონე, ამიტომ ივანიშვილს ეშინია დაკარგოს ხელისუფლება, პუტინს ეშინია დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე შეინახა შავი ფულით, კრემლის მიერ მართული ცილისწამებათა და დეზინფორმაციის ნიაღვარით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს მოღალატეთა და კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ ფასეულობა და რომლებიც, როგორც ყველამ ვნახეთ, ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელსაც არცკი რცხვენიათ, რომ რუსეთი მათ განცხადებას სიტყვასიტყვით იყენებს მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ტრიბუნიდან.

ეს არის არა გამოცხადებული, არამედ უკვე დადასტურებული ღალატის ფაქტი და ქართულმა საზოგადოებამ, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად დაინახა და ის საკადრის პასუხს გასცემს ამ მოღალატეთა ბანდას 26 ოქტომბერს, საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ჩვენი საზოგადოება იქნება თავისუფალი ამ კრემლის მარწუხებისგან და ჩვენ ყველანი დავუბრუნდებით საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების გზას, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიან გამთლიანებამდე და იმ ცხოვრებამდე, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიზანია: დევნილების დაბრუნება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია, დაბალი ფასები, მაღალი ხელფასები, ღირსეული ამუსაო ადგილები.

ეს არის ის, რასაც წინ ეღობება ეს მოღალატეთა ბანდა და რასაც წერტილს დაუსვამს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს”, – გასნაცხადა ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ. 

შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა. “ქართული ოცნება” ამ განცხადებაში 2008 წლის ომს “სააკაშვილის ხელისუფლების ავანტიურას” უწოდებს და გამოძიებას აანონსებს.

ამას გარდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის გასამართლების შესახებ მმართველ პარტიას მკაფიო გეგმები აქვს და მხოლოდ ზოგადი განცხადებით არ შემოიფარგლება.
“ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ, არ იყოს ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში. ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა პრემიერმა 15 აგვისტოს.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...