მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია - "ქართული ოცნება"

ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია – “ქართული ოცნება”

Published on

ქართული ოცნების პრესსამსახური დღეს, 9 აგვისტოს, აი, ფაქტისOCCRP, iStories (რუსეთი), GMC-ს, სტუდია მონიტორისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში შეძენილ უძრავ ქონებას ეხებოდა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

პრესსამსახურის თქმით, აღნიშნული გამოძიება აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის უძრავი ქონება შეიძინა მტკნარი სიცრუეა.

“აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია, როგორც “სენსაცია” და “სკანდალური ამბავი”. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა.

1998 წლის შემდეგ, ქართული ოცნების დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა”. – წერია განცხადებაში.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...