მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელები კურსკის ოლქში 45 კვ. კმ. ტერიტორიას აკონტროლებენ და წინ მიიწევენ

უკრაინელები კურსკის ოლქში 45 კვ. კმ. ტერიტორიას აკონტროლებენ და წინ მიიწევენ

Published on

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში 10 კმ-ის სიღრმეზე შეაღწიეს და ამჟამად 45 კვ.კმ ტერიტორიას აკონტროლებენ.

სავარაუდოდ (სრული ინფორმაციული სიჩუმის რეჟიმში გადამოწმება შეუძლებელია), უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე გასცდნენ ქალაქ სუჯას.

ამავე დროს, “ტიკ-ტოკ სპეცრაზმ “ახმატის” მეთაური ამბობს, რომ კურსკში ჩავიდა და უკრაინელი სამხედროებისგან ოლქის გაწმენდას აანონსებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1.140-ზე მეტი რუსი ოკუპანტია მოკლული/დაჭრილი და/ან მწყობრიდან გამოყვანილი.

უკრაინელთა შეტევის ერთი კონკრეტული წერტილი, სავარაუდოდ, კურჩატოვი იქნება.

კურსკის კრიზისთან დაკავშირებულ კომენტარში პოდოლიაკი ამბობს, რომ პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, დადებით გავლენა მოახდენს რუსეთთან მოლაპარაკებებზე. როგორც ჩანს, პოდოლიაკი ტერიტორიის გაცვლას გულისხმობდა. 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...