აშშ-თან ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს – კალაძე

0
68

კახა კალაძე ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს. “ოცნების” გენმდივანი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი, რის გამოც ამერიკა “ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს, რეალურად, ანტიდასავლური სულაც არ არის. მისი თქმით, აღნიშნული მიზნად იმ არასამთავრობოების გამჭვირვალობას ისახავს, როლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ქვეყანაში სიძულვილს და პოლარიზაციას აღვივებენ.

ეს ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ არ არის არანაირი საფუძველი იმის, რომ აღნიშნული ურთიერთობები დაზიანდეს. ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას ქვეყანაში და რატომ გვაკრიტიკებენ? როგორ შეიძლება აღნიშნული კანონპროექტი იყოს სადავო ან იყოს ანტიდასავლური, გამჭვირვალეობაზეა საუბარი. მიზანი არის ერთი რამ, რომ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები ვისი ფინანსებიც არ არის გამჭვირვალე, ამით ხდება ქვეყანაში სიძულვილის დაფინანსება, ამით ხდება პოლარიზაციის გაღრმავება, – ამბობს კალაძე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ვაშინგტონში ხვალ საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელებს. სხდომა შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იქნება, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

პოლიტიკის ექსპერტები და ელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აშშ-ს “ოცნების” ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე მკაცრი პასუხი ექნება.

წინა სტატია“სამივე სარჩელი გაერთიანდება, განხილვას ერთი თვე მაინც დასჭირდება” – მერაბ ტურავა რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური