მთავარისიახლეები"ჩემ თავზე არ ყოფილა საუბარი, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის" -...

“ჩემ თავზე არ ყოფილა საუბარი, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის” – კობახიძე ვარჰეის მხრიდან “მუქარაზე”

Published on

“მინდა შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით მან აღიარა, საუბარი ჰქონდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ, მან თქვა პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები… ჩემ თავზე არ ყოფილა არასდროს საუბარი, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის. საუბარი იყო, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო”

ამბობს პრემიერი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, ევროკომისარ ვარჰეის “მუქარაზე” საუბრისას.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ 23 მაისს, “ერთ-ერთი” ევროკომისარი მუქარაში დაადანაშაულა. გაირკვა, რომ ის ოლივერ ვარჰეის გულისხმობდა. ევროკომისარმა განაცხადა, რომ კობახიძემ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით გაავრცელა.

სიახლეები

ზურაბიშვილი გაფიცულ მოქალაქეებს შეუერთდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო, გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა. "ჩემი პოზიცია არის, რომ პრეზიდენტი არასდროს იფიცება, იმიტომ...

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია შშმ პირს მუქარის მესიჯს უგზავნის

ბაჩუკის,(ასე იცნობს მას ყველა) რომელიც შშმ პირია და ზუგდიდში აქციებზე დგას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...

ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ – მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი...

საქართველო იფიცება – 3 საათით ასობით კომპანია მუშაობას აჩერებს

ამ წუთიდან ქვეყანა იფიცება. საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3 -დან 6...