მთავარისიახლეებისაზოგადოებაძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ - მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ – მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

Published on

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება:

“იცით, მტერიც რომ მტერია, მაგრამ ღირსეულად იჭერს თავს შენ წინაშე, ის იმსახურებს ღირსეულ პასუხს. მე ჯერაც არ ვიცი 2017 წლის 25 დეკემბრის სისხლიან ღამესთან რამდენად მიუძღვის მაშინდელ ახლად დანიშნულ შს მინისტრ გახარიას. ერთი რამ ცხადია, მე მას პირადად შევხდი. მან უარყო მისი იმ სისხლიანი ღამის, იმ კოშმარში მონაწილეობის შესახებ. და შემდგომშიც მისი ყველა განცხადება მახსოვს და შენახული მაქვს. ერთი რამ ცხადია, ის გახარია იმ სისხლიან რეჟიმს, კრემლის მონებს და ბიძინა ივანიშვილის შნირ მონებს გაემიჯნა. ეს კი ჩემთვის რაღაცას ნიშნავს. მე იმედი მაქვს, გახარია იტყვის თავის სათქმელს ჩემს საქმესთან დაკავშირებით. არის 20 ივნისის ამბავი, არის კერზაიას ამბავი. გახარიას კი ამის პასუხები აქვს. მე ასე თუ ისე ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ, არავის არაფერი არ შეგრჩებათ. გახარია მთელი ქოც კრემლის მონებს გადაწონის”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...