მთავარისიახლეებიტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ჩვენი რეგიონი დამშვიდდება, საქართველოს...

ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ჩვენი რეგიონი დამშვიდდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება – კობახიძე

Published on

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის აზრით, თუ აშშ-ის არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, შესაბამისად, მისივე თქმით, ჩვენი რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ეს შეცვლის დამოკიდებულას საქართველოს მიმართ.

ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ დაასრულებს უკრაინაში ომს. ის ამტკიცებს, რომ ომების შეჩერება ერთი ზარით შეუძლია.

“ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს ამხელა ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება რეგიონში მშვიდობა, საქართველოს მიმართაც დამოკიდებულებაც შეიცვლება, ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი”, – თქვა კობახიძემ.

მან ისაუბრა საქართველოს არჩევნებზეც და იმაზე, თუ როგორი იქნება “ოცნების” სია. კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა თავად ამ სიის პირველი ნომერი.

პრემიერის თქმით, სიის წარდგენამდე ორი თვეა დარჩენილი და “ტრადიციულად ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”.

“თუმცა მანამდე ალბათ სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორც ეს არის გათვალისწინებული პარტიის წესდებით, როგორ შედგება ეს სია, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, შესაბამისად, მანამდე ვიდრე არ მიიღებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – თქვა კობახიძემ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...