თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა -არსებული ინფორმაციით, ის პოლიციის მანქანას შეეჯახა, რომელმაც გზა გადაუკეტა

0
120

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მთავარ არხს” მოქალაქეები აწვდიან ინფორმაციას, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა და გზა გადაუკეტა. არსებული ინფორმაციით, ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, ჩვენთვის მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. უცნობია შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. კადრში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა დაზიანებულია.

წინა სტატიადიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაზელენსკის თქმით, ტრამპთან მუშაობა რთული იქნება, მაგრამ შრომისმოყვარეები არიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური