მთავარისიახლეებიიურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ

Published on

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული “ამნისტიის პროექტის” პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. დღესვე “ამნისტიის შესახებ” პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს.

სხდომას საპარლამენტო ოპოზიციიდან უმრავლესობა არ ესწრება, თუმცა განხილვაში მონაწილეობს “გირჩი”. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამნისტიას წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს.

“არ გამოვიყენოთ ეს კანონპროექტი, რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და არც ფუჭი მოლოდინები გავაჩინოთ და არც ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომ ეს საკითხი უკავშირდება პოლიტიკური პროცესს. ეს საკითხი “ქართული ოცნების” პერსპექტივიდან უკავშირდება პატიმრების ინტერესებს. თუკი ვინმემ იცის პოლიტიკურად და პოლიტიკურმა გუნდმა, რას ნიშნავს იზრუნო პატიმარზე, ეს არის “ქართული ოცნება”. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი მოწოდებები, გვესმის ყველასი,” – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...