ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტი “ტრამპად”, ზელენსკი კი “პუტინად” მოიხსენია

0
76

ჯო ბაიდანმა ვიცე-პრეზიდენტი “ტრამპად” მოიხსენია, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი “პუტინად”. ტრამპმა კი პრეზიდენტს სოცქსელში დასცინა

ნატოს ვაშინგტონის სამიტზე ჯო ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გვარი აერია და კამალა ჰარისი ტრამპად მოიხსენია: “მე არ ავირჩევდი ტრამპს ვიცე-პრეზიდენტად, დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი მის კვალიფიციურობაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ამავე პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ზელენსკის “უკრაინის პრეზიდენტი პუტინი” უწოდა. 

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის დაცინვის შანსი ხელიდან არ გაუშვა და დაწერა: “შესანიშნავი ნამუშევარია, ჯო!..”

წინა სტატიაგადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში – საფრანგეთის ელჩი
შემდეგი სტატია“ოცნებამ” ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა -ის, სავარაუდოდ, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების დროს დაკავებულებს არ შეეხება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური