“ჰადსონის ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება დეკლარაციიდან ამოღებულია.
“ვაუ! სამიტის დეკლარაციადან ამოღებულია ნებისმიერი ხსენება საქართველოს ნატო-ს მისწრაფებაზე. მთელი მძიმე შრომა, 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, “რუსული კანონის” წყალობით წყალში ჩაიყარა.
ნათელი, ტრაგიკული და უდაო მტკიცებულება იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა”, – წერს კოფი.