მთავარისიახლეებიიტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს - მოპარულ ნივთებს შორისაა კბილის ჯაგრისები

იტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს – მოპარულ ნივთებს შორისაა კბილის ჯაგრისები

Published on

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 და 33 წლის ქართველები სან-კონკორდიოს სადგურისა და ლუკას რადიომობილების განყოფილების წარმომადგენლებმა დააკავეს.

ცნობილია, რომ მათ ორი სხვადასხვა მაღაზია გატეხეს – პირველი შემთხვევა 11:30 საათზე მოხდა – სუპერმარკეტის დაცვამ 30 წლის კაცი გააჩერა, რომელიც სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა, მას ზურგჩანთში 600 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია ეწყო.

მეორე შემთხვევა კი მოგვიანებით, 14:45 საათზე მოხდა. 33 წლის ქართველ კაცს მაისურის ქვეშ დამალული ჰქონდა ორი შეკვრა უკაბელო ყურსასმენი და 8 შეკვრა Oral-B კბილის ჯაგრისი, ჯამში კი მათი ღირებულება დაახლოებით 300 ევრო იყო.

კარაბინიერებმა ისინი თავდაპირველად დროებითი მოთავსების იზლატორში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სასამართლომ მათი დაპატიმრების ნებართვა გასცა.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...