მთავარისიახლეებიმსოფლიომხოლოდ კიევში 15 დაღუპული, 37 დაჭრილი, აქედან 7 - ბავშვი...

მხოლოდ კიევში 15 დაღუპული, 37 დაჭრილი, აქედან 7 – ბავშვი…

Published on

კიევშზე რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად უკვე 15 ადამიანია დაღუპული, 37 კი დაჭრილია. დაჭრილთა შორის 7 ბავშვია. საერთო ჯამში, 10 დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. 

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქისკენ 40-მდე რაკეტა ისროლეს. კიევში რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს იმ კორპუსს მოხვდა, სადაც დიალიზის აჭიროების მქონე ბავშვები მკურნალობდნენ. ისინი ახლა სამედიცინო პროცედურებს ღია ცის ქვეშ გადიან. 

კიევის გარდა, დაიბომბა დნიპრო, კრივოი როგი, სლავიანსკი და კრამატორსკი. კრივოი როგში 10 ადამიანი დაიღუპა, ერთი დნიპროში, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა დაბომბვას დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში. მონაცემები, შესაძლოა, ისევ შეიცვალოს. 

“კიევის შევჩენკოს რაიონში ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოშლილია, ახლა მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ, მათი ხმები ისმის”, – ამბობდა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დაახლოებით 15:00-ზე. 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...