“გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის”, – აშშ-ის ელჩი პენტაგონის განცხადებაზე

0
19

“გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს მათ შორის, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან, ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა”, – აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი პენტაგონის გადაწყვეტილებაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

„30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ.

შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა სტატია“არ არსებობს რუსული რაკეტა, რომლის ჩამოგდებაც არ შეგვიძლია” – ვოლოდიმირ ზელენსკი
შემდეგი სტატიათბილისსა და რეგიონებს სტიქიამ შეუტია – რა ხდებოდა ღამით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური