მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაძვირებული პროდუქტები და ინფლაცია

გაძვირებული პროდუქტები და ინფლაცია

Published on

საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი 30.1 პროცენტი;
ბოსტნეული და ბაღჩეული 10.2 პროცენტი;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 3.7 პროცენტი;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2.5 პროცენტი;
ყავა, ჩაი და კაკაო 2.4 პროცენტი;
ხორცი და ხორცის პროდუქტები 1.0 პროცენტი.
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი -8.5 პროცენტი; პური და პურპროდუქტები -3.0 პროცენტი; თევზეული -1.9 პროცენტი.

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (7.7 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.3 პროცენტი);

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...