მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ..." - ენტონი ბლინკენი "რუსული კანონის" გამო სანქციების...

“ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ…” – ენტონი ბლინკენი “რუსული კანონის” გამო სანქციების შესახებ

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჩვენ მივიღეთ ზომები შეშფოთების საჩვენებლად, ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ – განაცხადა მან.

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონში მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით და მიიღეს ზომები, ამასთან დაკავშირებით კი „სავარაუდოდ, უფრო მეტს ვნახავთ“.

„საქართველოში „უცხოელი აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამაც არამხოლოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება, განსაკუთრებით მისი დამტკიცებისას, არამედ ჩვენ მივიღეთ ზომები, რომ მოგვეხდინა ჩვენი შეშფოთების მანიფესტაცია. მე ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა ერთ-ერთი მონაწილის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ევროპული გზა აირჩია და ხალხის არჩევანი მკაფიოა.

ასევე ბლინკენის თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აქვთ როგორც გამოწვევები, ისე დიდი შესაძლებლობები, რომელთა რეალიზებაც შესაძლებელია.
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ათობით პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ სანქციის სახით.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...