უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება, რათა მეტი წარმატება მოვუტანოთ საქართველოს, – ამის შეასხებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ესპანეთთან მატჩის დროს მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც ესპანეთია, ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.
ქოჩორაშვილი ამბობს, რომ კიდევ მეტს იმუშავებენ, რათა მომედვნო შეკრებაზე უკეთესი შედეგი დადონ.
აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს. პირველ თამაშში შევეცადეთ, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა, რაც არის დაცვითი ფეხბურთი და შემდეგ ტალანტის საშუალებით წინ გადასვლა, რაც მოვახერხეთ, მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა, როდესაც ჩვენი შუა ნახევრმცველი კიტეც დაიმტვრა და ყელაფერი თითქოს შეიცვალა. ალთუნაც კარგად გამოვიდა, მაგრამ მაინც დაგვაკლდა. შევეცადეთ, რომ მეორე ტაიმშიც გაგვეგრძელებინა იგივე, მაგრამ ძალიან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, ძალიან მაღალი დონის გუნდია და არაფერი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება. მეტი იმედი არ დარჩენილა არაფერი, იმიტომ, რომ ჩვენი პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რომლითაც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ. ძალიან დიდი მოლოდინით დაველოდები შემდეგ შეკრებას, რათა უფრო მეტად გაძლიერებული დავბრუნეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად და უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ საქართველოს, – ამბობს ქოჩორაშვილი.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრები “ფურია როხასთან” 4:1 დამარცხდა.