უნგრეთი მომდევნო ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უნგრეთის სლოგანია “აქციე ევროპა ისევ დიდებული”.
თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის დღის წესრიგის შედგენა, EU-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრების ხელმძღვანელობა, ამასთან, ევროპარლამენტთან კანონმდებლობების ირგვლივ შეთანხმებაზე შუამავლობა.
უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტებია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.