მთავარისიახლეებისაზოგადოებაCNN: ევროპაში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს

CNN: ევროპაში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს

Published on

ევროპაში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა, შაბათ-კვირის განმავლობაში, გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს და მათი დაცვის დონე გაზარდეს, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ტერორისტულ თავდასხმის სამიძნე შესაძლოა აშშ-ის სამხედრო პერსონალი ან ობიექტები გახდნენ. ინფორმაციას CNN ორ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, მსგავსი ზომები შეეხო გერმანიის ქალაქ შტუტგარტის გარნიზონში მდებარე ბაზას, სადაც აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბი მდებარეობს, დაცვა გაძლიერდა დონემდე “ჩარლი”. აშშ-ის არმიის თანახმად, ეს სტატუსი მაშინ გამოიყენება, როცა რაიმე ინციდენტის ან შესაძლო ტერაქტის ან/და თავდასხმასთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების მიღება ხდება.

აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ევროპაში ბაზაზეა დისლოცირებული CNN-ს განუცხადა, რომ მათ მსგავსი საფრთხის დონე “მინიმუმ 10 წლის განმავლობაში” არ ჰქონიათ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა დენ დეიმ კონკრეტულ ზომებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და CNN-ს განუცხადა, რომ USEUCOM “მუდმივად აფასებს სხვადასხვა ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ აშშ-ს სამხედრო საზოგადოების უსაფრთხოებაზე საზღვარგარეთ”.

“ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ხშირად ვიღებთ დამატებით ზომებს ჩვენი სამსახურის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ოპერატიული უსაფრთხოების მიზეზების გამო ჩვენ არ მივიღებთ კონკრეტულ ზომებს, მაგრამ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს”,- განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერმა, დენ დეიმ.

ამ დროისთვის, არ ზუსტდება კონკრეტულად რა დაზვერვამ გამოიწვია უსაფრთხოების დრონის გაზრდა, თუმცა ევროპულმა ხელისუფლებამ, ივლისში პარიზის ოლიმპიადის წინ და გერმანიაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს, პოტენციური ტერორისტული საფრთხის გამო გაფრთხილება გამოაცხადა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...