მთავარისიახლეები"ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" -დღეს, 16:00 საათზე მარტვილის მერიასთან აქცია გაიმართება

“ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” -დღეს, 16:00 საათზე მარტვილის მერიასთან აქცია გაიმართება

Published on

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” დღეს, 29 ივნისს, 16:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქციას გამართავს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ “გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა.” ასევე მოსახლეობა მოძრაობის მხარდამჭერის, ინდიკო ბჟალავას გათავისუფლებასაც ითხოვს.

“თავიდან ჩვენი სოფლის, ბალდის გულის – ხელშეუხებელი კანიონის მალულად გაყიდვას ვეწინააღმდეგებოდით. დღეს გვიწევს ბრძოლა თანამებრძოლთა სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის. განვლილი გზა გრძელია:

ჩვენ ჩამოგვართვეს უფლება, მონაწილეობა მიგვეღო ჩვენივე სოფლის ბედის გადაწყვეტაში. ბალდის კანიონის ჩვენგან მალულად, 40 წლით გასხვისების გამო სასამართლოს მივმართეთ. ერთი წლის განმავლობაში განხილვა არ ჩანიშნულა. თითქოს სასამართლო ჩვენთვის არც არსებობს.

მოგვიწია, ჩვენვე გამოგვეძიებინა ყველა უკანონობა და როცა პოლიციას მათზე რეაგირება ვთხოვეთ, პასუხად მივიღეთ კანონზე მაღლა დაყენებული ინვესტორის ინტერესები. თითქოს პოლიცია ჩვენთვის არც არსებობს.

ვითმენთ ინვესტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ხან სოფლის გზას პოლიციის თვალწინ კეტავენ, ხან ჩვენს ოჯახებს საჯაროდ აგინებენ, ხან ლამის სუნთქვის გამოც კი გვიჩივიან და ხან ჩვენი სოფლის ბავშვებს თვალების ამოჩიჩქვნით ემუქრებიან.

ჩვენმა მოძრაობამ და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა, აღმოვაჩინეთ კორუფციული სქემა, რომელიც ბალდის და სხვა ბუნების ძეგლების მიტაცებას ეხება და იმდენად ცხადია, გამოსაძიებელიც კი არაფერი დარჩა. თუმცა ყველა უწყება დუმს.

მიუხედავად ამდენი თმენისა და მშვიდობიანი პროტესტისგან არცერთი გადაცდენისა, ბოლოს ინვესტორი კომპანიისგან მივიღეთ საპროტესტო კარავზე შეიარაღებული თავდასხმა, ერთი თანამებრძოლის დაჩეხვა და მეორე უდანაშაულო თანამებრძოლის – დაკავება.

მომხდარ უკანონობასა და ძალადობაზე მთავარმა პასუხისმგებელმა, გარემოს დაცვის სამინისტრომ, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ ხალხს “დესტრუქციული ძალა” გვიწოდა და უარი გვითხრა საჯარო შეხვედრაზე.

29 ივნისს, მარტვილის მერიასთან, 16:00 საათზე, ბალდა და მისი მხარდამჭერები ხმამაღლა ვიტყვით სათქმელს:

გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა.
გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავა!” – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

მსოფლიო გიყურებთ. გამბედაობა თქვენი ძალაა -ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოში საპროტესტო აქციების დროს გადაღებულ ვიდეოს...

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და...

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას აპირებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ...

ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები...