“გვახსოვდეს გავრილოვის ღამე!” – თბილისსა და ბათუმში, დღეს აქცია გაიმართება

0
39

გვახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!” – ამ სახელწოდებით, დღეს, 20 ივნისს, თბილისსა და ბათუმში 19:00 საათზე აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მოძრაობა დაფიონია. ორგანიზატორების ცნობით, აქცია თბილისში პარლამენტის წინ, ბათუმში კი ევროპის მოედანზე ჩატარდება.

“ვფიქრობთ, რომ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას.

2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… (“ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ევროვნულ იდეებს)

20 ივნისი, 19:00, პარლამენტის წინ,” – წერია განცხადებაში.

წინა სტატია5 წელი გავრილოვის ღამიდან – 20 ივნისის სისხლიანი ღამის ქრონოლოგია
შემდეგი სტატია“პუტინს სურს, მხოლოდ მის ხმას ჰქონდეს მნიშვნელობა… ეს ტიპური კოლონიური მსოფლმხედველობაა, რომელიც უნდა დავარღვიოთ” – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური