მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო, შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს EU-ს მოსაცდელ ოთახში - ესტონეთის ელჩი რუსულ...

საქართველო, შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს EU-ს მოსაცდელ ოთახში – ესტონეთის ელჩი რუსულ კანონზე

Published on

“საქართველო, შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს EU-ს მოსაცდელ ოთახში” – ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ამბობს, რომ რუსული კანონი დაბრკოლებაა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში, ელჩმა ხანგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს სხვა კანონებიც, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

“ევროკავშირი შეშფოთებულია ამ კანონით და მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად არის დაბრკოლება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. რატომ არის ასე? უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, როდესაც ეს კანონი პარლამენტში გამოჩნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ კანონს შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ჩვენს ღირებულებებს და დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დემონიზებასა და სტიგმატიზაციას ახდენს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ, რომ რეალურად როცა საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არსებობს სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ. ერთი წლის წინ ეს კანონი უკან გაიწვიეს. სამწუხაროდ, დაპირების მიუხედავად, რომ მას უკან არ დააბრუნებდნენ, მათ ეს მაინც გააკეთეს. ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას საქართველოსთან, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც ჩვენ გირჩიეთ.

საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულების სისტემას. საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი არგუმენტი მოვიყვანეთ. ჩვენ მათ ასევე მივეცით აღწერილობები იმის შესახებ, თუ როგორ ვექცევით ამ საკითხებს ჩვენ, სხვა საზოგადოებები”, – ამბობს ელჩი გამოცემასთან.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...