მთავარისიახლეები კანონი მიღებულ იქნა და შედეგები განიხილება მომავალ კვირას; მოვამზადეთ გეგმა და...

[რუსული] კანონი მიღებულ იქნა და შედეგები განიხილება მომავალ კვირას; მოვამზადეთ გეგმა და EU გადაწყვეტს, რომელი ზომებს გამოიყენებს – ჰერჩინსკი

Published on

ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ქვეყნის ლიდერის განცხადება, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, თუ ეს კანონი მიიღებოდა. კანონი მიღებულ იქნა და შედეგები განიხილება მომავალ კვირას – აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი და ამბობს, რომ სამწუხაროდ, ამჟამად საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობების რთულ პერიოდს გადიან.

დიპლომატის თქმით, მომდევნო კვირას, ევროკავშირი იმსჯელებს, თუ რა ზომები გატარდება საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ. მისი თქმით, განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი და მომზადებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ლიდერები გადაწყვეტენ რომელი ზომები უნდა იქნას გამოყენებული:

“სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ გავდივართ საკმაოდ რთულ პერიოდს ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, რომ თუ კანონი უცხოური გავლენის შესახებ ამოქმედდებოდა, ეს უარყოფითად იმოქმედებდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს სწორედ ასე მოხდა და მომდევნო კვირას ევროკავშირი იმსჯელებს შედეგებზე. დისკუსიები გაიმართება ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ერთი კვირის შემდეგ კი ლიდერების დონეზე, სადაც პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები იმსჯელებენ, თუ რა ზომები უნდა იქნას გატარებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ.

უეჭველია, რომ საქართველოს წინსვლა სერიოზულად არის შეფერხებული, რადგან ამ კანონის მიღებამ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს ერთსულოვნებას და ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ქვეყნის ლიდერის განცხადება, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, თუ ეს კანონი მიიღებოდა. კანონი მიღებულ იქნა და შედეგები განიხილება მომავალ კვირას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროკავშირის სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი. ჩვენ მოვამზადეთ გეგმა, რომელიც უკვე ვაჩვენეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ახლა ქვეყნები გადაწყვეტენ, რომელი ზომები უნდა იქნას გამოყენებული ამ გეგმიდან. გადაწყვეტილება მიიღებს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე ორშაბათს, ლუქსემბურგში, შემდეგ კი 27 ივნისს ევროპული საბჭოს დონეზე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა იწყებენ მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ, რაც გულსატკენია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია.” ამბობს ჰერჩნსკი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...