მთავარისიახლეებიოქტომბერში იქნება არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება -...

ოქტომბერში იქნება არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება – ჰერჩინსკი

Published on

“როდესაც მე თბილისში პირველად ჩამოვედი ორი წლის წინ, ვნახე ულამაზესი ძველი ქალაქი, სადაც დგას ქანდაკება „ქართლის დედა“, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი ღვინით სავსე თასი. მე ამიხსნეს, რომ ეს ქანდაკება განასახიერებს საქართველოს, ხმალი არის მტრებისთვის, ხოლო ღვინო მეგობრებისთვის. ახლა ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის მათი მტერი და ვინ მეგობარი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის ვიდექით საქართველოს გვერდით, მხარს ვუჭერდით მის დამოუკიდებლობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებითაც. უკვე 16 წელია, რაც ჩვენი სამონიტორინგო მისია ყველაფერს აკეთებს, რომ მოაგვაროს ორი სეპარატისტული რეგიონის პრობლემა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სახელმწიფოს იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში და ეს იყო მათ შორისო უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ იყო ათჯერ მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ჩვენ ყოველთვის ვიყენებდით შესაძლებლობებს, რომ გაგვეძლიერებინა საქართველოს ინსტიტუტები და დემოკრატია. ახლა კი ქართველების გადასაწყვეტია, ვინ არის მათი მეგობარი და ვინ მტერი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა. ამჟამად ჩვენი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის. ვიცი, რომ ოქტომბერში იქნება არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი მხრიდან კი ყველაფერი ნათელია. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ევროკავშირში გიხილოთ და გელოდებით.”

ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...