მთავარისიახლეებისტოლტენბერგი- ნატოში მსჯელობა მიმდინარეობს ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაზე

სტოლტენბერგი- ნატოში მსჯელობა მიმდინარეობს ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაზე

Published on

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნატო აწარმოებს მოლაპარაკებებს მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე.

მისი თქმით, ბლოკმა უნდა აჩვენოს თავისი ბირთვული არსენალი მსოფლიოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს. სტოლტენერგმა თქვა, რომ პირდაპირი კონსულტაციები იმართება წევრებს შორის რაკეტების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.

“არ შევალ ოპერაციულ დეტალებში იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისი განმარტებით, ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი – “გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გადმოცემაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ბირთვული ალიანსი ვართ”.

სტოლტემბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოს მიზანია სამყარო ბირთვული არაღის გარეშე, მაგრამ სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, მისი თქმით, ნატო რჩება ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო საშიშია.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...