მთავარისიახლეებისაზოგადოებაSALIO-მ ბერლინში კონცერტზე კობახიძის და ოცნების წევრების დასწრების გამო უარი თქვა

SALIO-მ ბერლინში კონცერტზე კობახიძის და ოცნების წევრების დასწრების გამო უარი თქვა

Published on

რადიო თავისუფლებას მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა (SALIO) უთხრა, რომ უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საელჩოს მიერ გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ღონისძიება 21 ივნისს, ბერლინის სასტუმრო ადლონში უნდა გაიმართოს.

სალომე კორკოტაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბენდთან ერთად მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ მიღებაში მონაწილეობის მიღებას პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა წევრები აპირებენ.

“გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო – ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – უთხრა მომღერალმა რადიო თავისუფლებას.

2024 წლის 7 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 21 ივნისს, გერმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მიღებას მართავს.

მოსაწვევის ფოტოს თანახმად, მიღებას გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია აორგანიზებს.

მწერალმა ლაშა ბუღაძემ 7 ივნისს Facebook-ზე დაწერა, რომ ღონისძიების მოსაწვევი არ მიუღიათ გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მწერლებს, ხელოვანებს, რომლებიც ანტირუსულ პოზიციას აფიქსირებენ.

სიახლეები

ერთად ავღნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე! ზუგდიდში 26 მაისს მაშტაბური აქცია გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სამეგრელო კიდევ ერთხელ ერთსულოვნად შეუერთდება ქვეყნის მასშტაბით გაჩაღებულ ეროვნულ...

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულია

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულია. როგორც საელჩო გავრცელებულ განცხადებაში წერს, კოალიცია...

ენმ-ის წარმომადგენლები EU-ს ელჩს ხვდებიან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს...

დონალდ ტრამპი – რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი დასრულდა. აშშ-ის...