ამ ზაფხულს რას აპირებთ? ქართველების 42%, ზაფხულში დასვენებას ზღვაზე გეგმავს

0
26

 

  • ქართველების თითქმის ნახევარი, ამ ზაფხულს მოგზაურობას გეგმავს
  • გამოკითხულთა 72%, მოგზაურობის დროს, შეტყობინებებისა და ზარების საშუალებით, მუდმივ კავშირზეა ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან

თბილისი, 2024 წლის ივნისი – ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე, Rakuten Viber, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო ლიდერი, კიდევ ერთხელ მოგიყვებათ მესენჯერის იმ ფუნქციების შესახებ, რომლებიც, აუცილებლად გამოგადგებათ საკურორტო სეზონზე.

ზაფხულის წინა დღეს, სამომავლო გეგმების შესახებ, Rakuten Viber საქართველო-ზე გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მესენჯერის ათასზე მეტ მამომხმარებელმა მიიღო. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ამ ზაფხულს, აუცილებლად გეგმავს მოგზაურობას: გამოკითხულთა 33%, ზაფხულის დასვენებას საქართველოში გაატარებს, ხოლო 16% საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებს. კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით 16% პასუხობს, რომ არსად მიდის და სახლში რჩება, 35%-ს კი, ჯერ არაქვს გადაწყვეტილი, თუ რას გეგმავს ამ ზაფხულს.

რაც შეეხება ფავორიტ ადგილებს საქართველოში, გამოკითხულთა უმრავლესობა (42%), უპირატესობას ზღვაზე დასვენებას ანიჭებს. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 39% ურჩევნია დაისვენოს აგარაკზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ზოგიერთი რესპონდენტისთვის (8%) კი, აქტიურიდასვენებაა საუკეთესო განტვირთვა. კვლევის მონაწილეთა დაახლოებით 7% ირჩევს საგზაო თავგადასავლებს, ხოლო გამოკითხულთა 4%, უპირატესობას ბუნებაში დასვენებას ანიჭებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, Rakuten Viber-ის მომხმარებლების 72%, მოგზაურობის დროს, შეტყობინებებისა და ზარების საშუალებით, მუდმივ კავშირზეა ოჯახთან და მეგობრებთან. რესპონდენტთა 7%-ს, დასვენების დროს, მხოლოდ შეტყობინებების გაგზავნა ურჩევნია, ხოლო 21%-ს, მოგზაურობისას კომუნიკაცია მხოლოდ აუდიო და ვიდეო ზარების საშუალებით მოსწონს.

უფასო შეტყობინებების გაგზავნისა და დარეკვის შესაძლებლობის გარდა, Rakuten Viber, დამატებითი ფუნქციების ფართო სპექტრს გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარებათ თარგმნოთ შეტყობინებები სხვადასხვა ენაზე, ამოიცნოთ უცნობი აბონენტის ნომერი და გახადოთ თქვენი შვებულება კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

Viber Plus – ესაა ყოველთვიური ფასიანი გამოწერის სერვისი, რომელიც გთავაზობთ სერვისებს რეკლამის გარეშე და მესენჯერის გუნდის პრიორიტეტულ მხარდაჭერას. დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ სხვების „online” და „read“ სტატუსები ისე, რომ არ გამოავლინოთ საკუთარი სტატუსი – შვებულების დროს, ეს ფუნქცია ხომ ძალიან საჭიროა! თვეში სულ რაღაც 1,99 დოლარად, Viber Plus-ის მომხმარებლებს აქვთ წვდომა მრავალ საინტერესო ფუნქციასა და სერვისზე. მათ შორის, თქვენ შეგეძლებათ შეუზღუდავი რაოდენობით ჩამოტვირთოთ სტიკერების მაღაზიიდან ნებისმიერი ნაკრები და ისარგებლოთ სხვა მრავალი საჭირო ფუნქციით.

შეტყობინების მყისიერი თარგმნა  – Rakuten Viber-ის ჩატში ჩაშენებულია შეტყობინებების თარჯიმანი. ამ ფუნქციის წყალობით, მომხმარებლებს არ სჭირდებათ სხვა აპლიკაციებში ან სპეციალურ საიტებზე გადასვლა – მათ შეუძლიათ პირდაპირ მიმოწერის ველში, ათეულობით ენაზე თარგმნონ შეტყობინება. ნებისმიერი შეტყობინების სათარგმნად, თქვენ უნდა დააჭიროთ და მონიშნოთ შეტყობინება. ამის შემდეგ, ეკრანზე გაიხსნება ფანჯარა, სადაც თქვენ უნდა აირჩიოთ „translate”, ანუ „თარგმნა“. თქვენი ორიგინალი შეტყობინების ქვეშ კი, მყისიერად გამოჩნდება იმ ენაზე თარგმნილი ვერსია, რომელსაც თქვენ აირჩევთ. ენის შეცვლა მესენჯერის პარამეტრებშია შესაძლებელი.

Caller ID (ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-ზე) – Rakuten Viber-ის Caller ID ფუნქცია ამოიცნობს უცნობი აბონენტების ზარებს და მოგცემთ მინიშნებას მოსალოდნელი სპამის შესახებ, რათა გადაწყვიტოთ, რომელ ზარებს უპასუხოთ შვებულების დროს და რომელს არა. Caller ID-ის ფუნქცია დაგეხმარებათ არასოდეს გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ზარი. გააქტიურეთ ფუნქცია და ამოიცანით ის ზარებიც კი, რომელიც Rakuten Viber-ის საშუალებით არ განხორციელებულა.

AR ნიღბები და გაძლიერებული რეალობის ფილტრები  – ეს ფუნქცია დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი კომუნიკაცია და გახადოთ თქვენი შვებულება უფრო მხიარული. ამ ფუნქციის საშუალებით, შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები და ვიდეოები „სპეციალური ეფექტებით“ და შემდეგ გაგზავნოთ Rakuten Viber-ის ჩატებში ან უბრალოდ შეინახოთ ტელეფონში. ათობით სხვადასხვა ფილტრი და ნიღაბი, მათ შორის ზაფხულის თემატიკაზე, ხელმისაწვდომია თქვენს აპლიკაციაში.

ასევე, ზაფხულის სეზონის აღსანიშნავად, მესენჯერში უკვე დამატებულია თემატური საზაფხულო სტიკერების ნაკრებებისა და ნიღბების კოლექციები, რაც დაეხმარებათ, რომ თქვენი კომუნიკაცია, კიდევ უფრო ფერადი გახდეს.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

Rakuten Viber აერის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.

 

წინა სტატიარუსული აზიმუტი ივლისიდან ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს
შემდეგი სტატიაბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეები დაჭრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური