მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაპუაშვილისთვის დასავლელი პარტნიორების შენიშვნები გაუგებარია

პაპუაშვილისთვის დასავლელი პარტნიორების შენიშვნები გაუგებარია

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ აშშ-ს და ევროკავშირის ბიუჯეტიდან საქართველოში დახარჯული ფული გამჭვირვალე არ არის და სწორედ ამიტომ არის რუსული კანონის მიღება აუცილებელი. ამასთან, შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მსგავსი კანონი დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს და ამიტომ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიეღო ის საქართველოს.

ვერავისგან დღემდე, ვერც ევროპული და ვერც ამერიკელი ლიდერებისგან ვერ მოვისმინეთ დაპირება, რომ აშშ-ს და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საქართველოში იქნება გამჭვირვალე. სამწუხაროდ, დღეს ეს ფული არ არის სრულად გამჭვირვალე. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს თუ სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფებს და ეს არ არის ჩვენი ხალხისთვის ცნობილი და ამ დაპირებას, სამწუხაროდ, ვერ ვიღებთ. მეორე, როდესაც ქვეყნებში მოქმედებს უკვე, ზოგან წლებია მოქმედებს, ზოგმა სულ ახლახანს საფრანგეთში მიიღო უფრო მკაცრი კანონი, ვიდრე საქართველოში არის, ეს ნამდვილად უკვე გაუგებრობას იწვევს თუ რასთან გვაქვს საქმე. ცოტა გაუგებარია, როდესაც ჩვენ გვესმის შენიშვნები სხვა ქვეყნებისგან მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში, – ამბობს პაპუაშვილი.

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ოქი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...