მთავარისიახლეებისაზოგადოება"ახალი" ოპოზიციის ერთიან სიას არ ეთანხმება - ნიკა გვარამია

“ახალი” ოპოზიციის ერთიან სიას არ ეთანხმება – ნიკა გვარამია

Published on

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის პარტიას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს არჩვნებში ოპოზიციის საერთო სიით მონაწილეობაზე. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა, ხოლო თუ დარწმუნდებიან, რომ ეს არის ერთადერთი და უალტერნატიოვო გზა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ მიზანზე უარს არ იტყვიან.

“არა საერთო სიას, ჩვენ პარტიას არ უთქვამს, ჩვენ გამოვთქვამთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას რამდენად არის ეს გამარჯვების ფორმულა. თუ ეს აღმოჩნდება ერთადერთი და უალტერნატივო და ყველაზე ეფექტიანი გზა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მიზანზე უარის თქმას. მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს არის მხოლოდ სპეკულაცია, რომ ეს არის გამარჯვების ერთადერთი ფორმულა, ამიტომ ჩვენ ამ სპეკულაციას ვერ ავყვებით, ჩვენ ვმუშაობთ და მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით, გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალიან რაციონალურად, ციფრებზე დაყრდნობით, არავითარი ემოციური ფონი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და არა რაღაც გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენთვის ამ წუთში გაუგებარია რით არის ნაკარნახევი. ჩვენ არასდროს არ გავემიჯნებით ჩვენ საერთო მიზანს, ყველასთვის საერთო მიზანს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ ცალკეული ჯგუფების, პარტიების ან ადამიანების მოსაზრებას, მხოლოდ ემოციაზე და მათ პოლიტიკურ ანალიზზე, ჩვენი აზრით მცდარ ანალიზზე დაფუძნებულს, რომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ და ერთ კალათაში, ჩვენ ამ წუთში არ ვეთანხმებით, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ეს არ არის გამყარებული არც ერთი რაციონალური წინაპირობით. როგორი იქნება ამ მიმართულებით მოვლენების განვითარება, ამას დავაკვირდებით და ვნახავთ. […] ჩვენი რეიტინგი არის უპრეცედენტოდ მაღალი დამწყები პარტიისთვის, ის არის ორნიშნა, ძალიან მალე ახალი გახდება ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტია, ამის შემდეგ, არა მხოლოდ ამის შემდეგ, ამაზე არ არის დამოკიდებული ჩვენი გადაწყვეტილება, სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის კვლევების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა იქნება სწორი ბიძინა ივანიშვილის უპირობოდ დასამარცხებლად”, – თქვა გვარამიამ.

სიახლეები

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...

“თანამშრომლებს გამოუცხადეს ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო” | ზურაბ ბატიაშვილი უწყებაში განვითარებულ პროცესებზე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი. უწყებაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ...