მთავარისიახლეებისაბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" მუშაობა დროებით შეჩერებულია - თანამშრომლები და მგზავრები უსაფრთხო...

საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” მუშაობა დროებით შეჩერებულია – თანამშრომლები და მგზავრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

Published on

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” მუშაობა დროებით შეჩერებულია. მიზეზი მდინარე დევდორაკის დონის მატებაა.

შსს-ში დილით, მდინარე “დევდორაკში” დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, შევიდა სასიგნალო შეტყობინება, დეტექტორი კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს.

საბაჟო პუნქტიდან თანამშრომლები და მგზავრები უსაფრთო ტერიტორიაზე გაიყვანეს.

“საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

საფრთხის მოხსნის შემდეგ (ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე), საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...