მთავარისიახლეები"ჩვენი სამშობლოს მომავალი თქვენს ხელშია!" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

“ჩვენი სამშობლოს მომავალი თქვენს ხელშია!” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

Published on

“ჩვენი სამშობლოს მომავალი თქვენს ხელშია!”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ახალგაზრდებს მიმართავს.

მიმართვა ახალგაზრდებისადმი:

ჩემო საამაყო ჯენზი! თქვენ სასწაული მოახდინეთ და ჩემს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბეთ. სწორედ თქვენმა თამამმა, ფერადმა, გამართულმა მოქმედებებმა გააცოცხლეს ეროვნული მუხტი და როგორც არასდროს, შეაკავშირეს ქართველი ხალხი. თქვენი და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა ამხელა საერთაშორისო მხარდაჭერა.

მე პუტინის დავალებით ვარ გამოკეტილი ციხეში იმის გამო, რომ თავის დროზე არ ჩავაბარე რუსეთს საქართველო და მინდა მოგმართოთ მოკრძალებით: მე, პუტინის ტყვე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ ვარ ახალგაზრდების გვერდში ყოველგვარი პოლიტიკური თუ პირადი სარგებლის, ან მოტივაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვემორჩილები თქვენს ერთსულოვნებასა და მიზანმიმართულობას. აქვე დავძენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს თუ პოლიტიკურ პარტიას უფლება არა აქვს პოლიტიკური მანდატების გამო დაანაწევრონ შექმნილი ერთიანობა და ცალკეული პოლიტიკური სუბიექტის ელექტორალურ ხმებად გადააქციონ ის, რაც ამ ერთიანობისა და დიადი გამარჯვების საწინდარია, არ გაფლანგონ ახალგაზრდობის უდიდესი მონაპოვარი.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ არ შეცვალონ მიზნის მიღწევის ის ხერხები საშუალებები, რაც თქვენს მიერ შექმნილი ერთობიდან წარმოიქმნა და აიძულეთ პოლიტიკური ლიდერები ხელი აიღონ დაქსაქსულობისა და ერთიანობის დაშლის მცდელობებისაგან.

მხოლოდ ამგვარ შედეგებს შეუძლია თქვენი დამარცხება, რომელიც იდენტურია საქართველოს დამარცხებისა. ამიტომ, მოიკრიბეთ ძალა და ყური არ უგდოთ მათ, ვინც თქვენს გაპარტიულებას ცდილობს, რადგან თქვენ ხართ გრანდიოზული და ყველაზე ქართული სულისკვეთების ეროვნული პარტია, რომელიც არ უნდა იქნეს დაყვანილი ცალკე აღებული რომელიმე ერთი, ან რამდენიმე პარტიის ელექტორალურ ხმებამდე.

ახალგაზრდებო! ჩვენი სამშობლოს მომავალი თქვენს ხელშია, რომელიც თითოეულ თქვენგან გავალდებულებთ, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა და ასეთი ერთობით ბოლომდე მიიყვანოთ ასეთი აღმაფრენით დაწყებული საქვეყნო საქმე.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...