მთავარისიახლეებინიღბები ჩამოხსნილია, კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს...

ნიღბები ჩამოხსნილია, [რუსული] კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს – ცაჰკნა

Published on

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსულ კანონს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ ის არის ქვეყნის მიმართულების შეცვლის სიმბოლო.

„ნიღბები ჩამოხსნილია. უცხოური აგენტების კანონით საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით.

კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს. ეს არის ის, რასაც ხაზს ვუსვამდი საუბრისას” წერს დიპლომატი.

შეგახსენებთ, მარგუს ცაჰკნა ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად 15 მაისს თბილისში იმყოფებოდა. 4 ქვეყნის დიპლომატიური უწყების პირველი პირები სწორედ რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ქართველ ხალხს და ქვეყნის ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს. იქამდე კი ოფიციალური შეხვედრები გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიეღო კრემლის ინტერესებით ნაკარნახევი კანონი.

სიახლეები

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...