მთავარისიახლეებიკანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები...

კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები – ჰერჩინსკი

Published on

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება. ელჩი დარწმუნებულია, რომ ეს ევროკავშირში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

ჰერჩინსკიმ MOVEMENT-თან ინტერვიუში გაიმეორა, რომ კანონის მიღებას მოჰყვება შედეგები და რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყეს.

მისი თქმით, ახლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, პირველ რიგში “გამჭვირვალობის კანონის” გამო, ასევე იმის გამო, რომ გასული წლიდან მოყოლებული საჭირო რეფორმების გატარებაზე პროგრესი თითქმის შეუმჩნეველია.

ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა, რამდენად რეალურია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთვის, რაზეც ჰერჩინსკი ამბობს:

“ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, “გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ [ წევრი სახელმწიფოები].

ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი უკვე მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ MOVEMENT-თან ინტერვიუში.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...