მთავარისიახლეებისაზოგადოებახაბეიშვილი: ენმ-ის ოფისზე თავდასხმის შემდეგ, "ბანდიტთა" მანქანებს პოლიციის ეკიპაჟი აცილებს

ხაბეიშვილი: ენმ-ის ოფისზე თავდასხმის შემდეგ, “ბანდიტთა” მანქანებს პოლიციის ეკიპაჟი აცილებს

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მისი თქმით, ჩანს, რომ ენმ-ის ოფისზე თავდასხმის შემდეგ, თავდამსხმელთა ათობით მანქანას პოლიციის ეკიპაჟი აცილებს.

“ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, “იდეალის” საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს “ბანდიტების” ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ. თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ”, – წერს ხაბეიშვილი.

ენმ-ის ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი პირველ ივნისის ღამეს დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს. თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მათ ოფისს ხის დიდი ჯოხები დაუშინეს, ასევე, ისროდნენ ქვებს.

თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...