მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის - კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის – კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

Published on

სამარცხვინოა, უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებები არის სამარცხვინო ბოლო წლების განმავლობაში , – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართვასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

კალაძის განცხადებით, “სალომე ზურაბიშვილი გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი”.

“მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალე იყო, თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს მიეღოთ მონაწილეობა, ყოფილიყვნენ გამარჯვებული და მათ განეხორციელებინათ ეს პროექტი, ვინ უშლიდათ? ვინ შეზღუდათ? გადაედგათ ეს ნაბიჯი და გაეკეთებინათ. რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, მნიშვნელოვანი რატომ არის მისი არსებობა-ევროპულ ან ამერიკულ კომპანიასაც რომ გაემარჯვებინა, ჩინელების ჩართულობა მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ დღეს 800 მილიარდამდე ბრუნვა აქვს ევროპასთან ჩინეთს. გარკვეული ნაწილი საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს და საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, წარმოიდგინეთ, ეს რამხელა შვება იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩინური კომპანიის მონაწილეობა. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი არის ანაკლიის პროექტის განხორციელება და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან”.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...