მთავარისიახლეებისაზოგადოებამოლაპარაკებას გააგრძელებენ ოქტომბრის მერე-ავიაკომპანიებს პრობლემები უკვე შეექმნათ

მოლაპარაკებას გააგრძელებენ ოქტომბრის მერე-ავიაკომპანიებს პრობლემები უკვე შეექმნათ

Published on

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსული კანონის დამტკიცებას სავარაუდოდ უკვე მოჰყვა პირველი შედეგი ავიაციის სექტორზე. “ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელი, გიორგი კოდუა ამბობს, რომ სალიზინგო კომპანიებს, რომელთა დახმარებითაც ავიაკომპანიებს საქართველოში თვითმფრინავები შემოჰყავთ, კითხვები აქვთ. მისივე თქმით, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამო სალიზინგო კომპანიებმა თანამშრომლობაზე უარი უთხრეს.
“შეგვექმნა პრობლემები ამერიკის რეისებთან დაკავშირებით. ვერ დავიწყეთ რეისები. სახელმწიფო გამოდის გარანტად ინვესტორთან მიმართებაში და ეს გარანტიები მათ ვერ მიიღეს და აქედან გამომდინარე თქვეს, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია უსაფრთხოდ თვითმფრინავის გადმოცემით ინვესტიციის განხორციელება… ერთმა გერმანულმა კომპანიამაც მოგვმართა ჩვენ და თქვა, რომ აღადგენენ ურთიერთობას და მოლაპარაკებას გააგრძელებენ ოქტომბრის მერე. ” ამბობს კოდუა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...