მთავარისიახლეები"დუმილი დაანგრევს ყველაფერს, რაც აქამდე გვიშენებია" - მუსიკოსები რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართვას...

“დუმილი დაანგრევს ყველაფერს, რაც აქამდე გვიშენებია” – მუსიკოსები რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართვას ავრცელებენ

Published on

ქართველი მუსიკოსები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. ვიდეოს ფესტივალი “Tbilisi Open Air” ავრცელებს და ამბობს, რომ ის სპონტანურადაა გადაღებული და მასში მხოლოდ ის არტისტები მონაწილეობენ, რომლებთან დაკავშირებაც მოკლე პერიოდში შეძლეს.

მუსიკოსები გმობენ ძალადობას, დაშინებას, რეპრესიებს რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ.

მიმართვას “Tbilisi Open Air-თან” ერთად უერთდებიან: “თამადა”, “ლუა”, დათო ლომიძე; ანუშკა ჩხეიძე; “არა”; “stia”; გიორგი გვარჯალაძე; “afternoon version”; “sophie villy”; “4d monster lobsters”; “LOUDspeakers”; ბაჩო ჯიქიძე; “killages”: “Psychonaut 4”; “mechanical rainbow”; “obri”. “OOGWAY/Soyl”; “chikovani”; “circus mircus”; “mao”; რეზო კიკნაძე.

ჯგუფ “არას” ვოკალისტი ზურა ჯავახია:

“არა რუსულ კანონს ! ეს კანონი უკან გვხევს, ძალიან დიდი ხანია გვინდა, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, სწორედ ამ ევროპული ქვეყნებიდან რჩევებია, არ მივიღოთ ეს კანონი, არ გავიკაროთ, ვინაიდან ეს დაგვხევს უკან, დრო დასაკარგი არ გვაქვს, ისედაც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დრო დაკარგა. მინდა ასევე სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა უდანაშაულო დაჭერილს, ვისაც სცემეს, ვინც ეხლაც საპატიმროშია, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ყველა ხმა, ყველა ნოტი, ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ უფრო ძლიერები”.

“თამადა”:

“ვერ წარმომიდგენია ვიზიარებდე ან მომწონდეს რაიმე სახის ინიციატივა ან კანონი, რომლის მიღებაც მთავრობას სჭირდება იმ სადამსჯელო პოლიტიკის გასატარებლად ადამიანების, უმრავლესი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია ამდაგვარი კანონები ემსახურებოდეს ეროვნული ინტერესს, არამედ რამდენიმე ადამიანის ვიწრო ინტერესს ემსახურება, ამაში ვარ დარწმუნებული”.

არტისტი “ლუა” ამბობს, რომ დღეს დამოუკიდებლობის დაცვაა საჭირო – “მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისთვისაც თავისუფლება არის ღირებული, ვისაც სურს ჯანსაღ სახელმწიფოში იბრძოლოს, ვინც გმობს როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ ძალადობას, ერთობლივი ძალებით მოვიპოვოთ და დავიცვათ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება”.

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...