მთავარისიახლეებიEU 25 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს...

EU 25 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს – Politico

Published on

POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მწვანე შუქს აუნთებს უკრაინასთან გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას ამ ზაფხულს. გამოცემას ხუთი დიპლომატი ანონიმურად ესაუბრა. მათი თქმით, ევროკავშირი 25 ივნისს (ევროპული საბჭოს სამიტის თარიღი) უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

გამოცემის ცნობითვე, ისევე როგორც დეკემბერში, ახლაც უკრაინისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთია.

“ის ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ [კიევს] აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით”, – წერს გამოცემა.

დიპლომატები “პოლიტიკოსთან” ამბობენ, რომ უკრაინა ჩართული იყო ინტენსიურ ორმხრივ დისკუსიებში ბუდაპეშტთან იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც 11-პუნქტიან დოკუმენტშია ასახული.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბრის შემდეგ, კიევმა შესთავაზა ბუდაპეშტს ყველა პუნქტის გამოსასწორებელი გზები.

“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კიევს სურს აჩვენოს, რომ ყველაფერი გააკეთა უნგრეთის დასაკმაყოფილებლად.

გამოცემის ცნობით, კიდევ ერთი დაბრკოლება შესაძლოა იყოს ნიდერლანდები, რომლის ახალი მმართველი კოალიცია ეწინააღმდეგება გაფართოებას. “პოლიტიკო” წერს, რომ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ფაქტორია დროა – “მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიურმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი მმართველობაზე შეთანხმებას, რაც არჩევნებიდან ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, მათ ჯერ კიდევ არ ჰყავთ პრემიერმინისტრი. კოალიციურ მოლაპარაკებებზე ინფორმირებული პირის თქმით, ახალი მთავრობა შესაძლოა 25 ივნისამდე არ შედგეს”.

სიახლეები

„თქვენ ევროპაში რა გინდათ?“ – მოქალაქის პროტესტი თვითმფრინავში, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს

თქვენ ევროპაში რა გინდათ? თქვენ ხომ აზიური კურსი გაქვთ აღებული? -ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ...

ბიზნესმენები, რომლებმაც ოლიგარქის პარტიას ბოლო არჩევნებზე 16 მლნ ლარამდე შესწირეს – TI სიას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"ბოლო არჩევნების დროს პარტიას...

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” – ჰერჩინსკი

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს....

“ხალხის ძალა” თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და “ოპოზიციაში” გადადის

"ხალხის ძალა" "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ...