მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება

თბილისში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება

Published on

უწყვეტი პროტესტის ერთი თვე – დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების შეკრების მთავარი ადგილია. თუმცა, მანამდე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებიდან იქნება მსვლელობები.

სტუდენტები გაფიცვას განაგრძობენ და მზიურის პარკში 3 საათზე შეიკრიბებიან. დღეს პროტესტს უერთდებიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პარალელურად მსვლელობა დაიწყება “ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიიდანაც. “არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ეს არის ის უცვლელი და მთავარი სათქმელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. “არ ვიღლებით და ვაგრძელებთ რუსული კანონის გაპროტესტებას,” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

“5 საათზე ვიკრიბებით “ექსპო ჯორჯიასთან” ვაპირებთ, რომ მარშით გავიაროთ წერეთლის გამზირი, შემდეგ გავუყვებით აღმაშენებლის გამზირს, მივალთ მარჯანიშვილის მეტრომდე, მანდ შემოგვიერთდებიან “ჯიპას” სტუდენტები, რის შემდეგადაც უკვე გავაგრძელებთ აღმაშენებლის გამზირით სიარულს ზაარბრიუკენის მოედნამდე და გადავალთ პარლამენტის მხარეს, სადაც შევუერთდებით მედიკოსების მიერ დაანონსებულ აქციას. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელი აქცია არ არის მხოლოდ სტუდენტური და აუცილებლად გვინდა, რომ საზოგადოების ყველა წევრი, ვინც მხარს არ უჭერს რუსულ კანონს, არ უჭირს მხარს იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, შემოუერთდეს ჩვენს მარშს” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...