უნივერსიტეტების მიმართ მუქარის გამო განათლების ხარისხის ცენტრს თანამშრომლები ტოვებენ

0
99

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ემუქრება უნივერსიტეტებს, რომლებმაც მიმდინარე პროტესტისა და სტუდენტების თხოვნის გამო სასწავლო პროცესი გადაავადეს.

მათი თქმით, “მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა”.

ცენტრის განცხადების შემდეგ მათთან თანამშრომლობა 2-მა ექსპერტმა – ნინო დოლიძემ და გიორგი ოდოშაშვილმა შეწყვიტეს. გარდა ამისა, ცენტრის ამ განცხადებას აზიარებს 10-მდე მოქმედი თანამშრომელი, რომლებიც წერენ, რომ “კატეგორიულად ემიჯნებიან აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცენტრის მისიას, ხედვას, ყველა იმ პრინციპსა და ღირებულებას, რომელსაც წლების მანძილზე მუხლჩაუხრელად ემსახურებოდნენ”.

წინა სტატიასაქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს – NATO-ს პრესსპიკერი
შემდეგი სტატია“საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა” – ლატვიის პრეზიდენტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური