“საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა” – ლატვიის პრეზიდენტი

0
81

ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი X-ზე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

რინკევიჩი წერს, რომ საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა:

“საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა.ლატვია მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

განვიხილეთ არსებული ვითარება, ვაფასებ პრეზიდენტის პირად პოზიციას” – წერს რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი.

ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის.

გმადლობთ, რომ საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში გამართულ ვიზიტში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აქტიური მონაწილეობ მიიღო” წერს ზურაბიშვილი.

წინა სტატიაუნივერსიტეტების მიმართ მუქარის გამო განათლების ხარისხის ცენტრს თანამშრომლები ტოვებენ
შემდეგი სტატიაზუგდიდში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში, გაიმართა ფლეშმობი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური