მთავარისიახლეებისაზოგადოებადაუყოვნებლივი შემაკავებელი ზომები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს... EU-ს ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის - ევროპარლამენტარების...

დაუყოვნებლივი შემაკავებელი ზომები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს… EU-ს ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის – ევროპარლამენტარების წერილი ბორელს

Published on

გაატარეთ ზომები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ – ამ მოთხოვნით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტს ევროპარლამენტარები მიმართავენ .

4 პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას “ქართული ოცნების” იმ ლიდერებისა და წევრების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერენ რუსულ კანონს და ამით საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროინტეგრაციას.

“ამ დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვინდა დაგისვათ შემდეგი გადაუდებელი კითხვები:

1. 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე შესთავაზებთ თუ არა მინისტრებს მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესებას ბ-ნი ივანიშვილის, ბ-ნი კობახიძისა და ბ-ნი პაპუაშვილისთვის, ისევე როგორც მსგავსი ზომების დაწესებას საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, ვინც ხმას მისცემს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?

2. თქვენ და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი დაავალებთ თუ არა საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიას , შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება. მათ შორის ამ ფინანსური მხარდაჭერის გადანაწილებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. ასევე აპირებთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაშია?

3. აპირებთ თუ არა ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოს ელჩის გამოძახებას, იმისთვის რომ მასთან ეს კანონი დაგმოთ და განიხილავთ თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესაძლებლობას?” ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

ჯოზეფ ბორელს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართავენ 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...