მთავარისიახლეებიეს კანონი და "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს - აშშ-ის...

ეს კანონი და “ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს – აშშ-ის საელჩო

Published on

საქართველოში ამერიკის საელჩო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. შტატები გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მოვლენებს აშუქებენ.

იხილეთ განცხადება:

“საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა

შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ეს კანონი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას – რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ – არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება”.

სიახლეები

“გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება €3 მილიარდით გაზარდოს” -ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება...

აფგან სადიგოვის ცოლის თქმით, მის მეუღლეს სამედიცინო კვლევა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ ჩატარებია

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, ჟურნალისტს სამედიცინო კვლევა და მკურნალობა 161-დღიანი შიმშილობის მერეც...

დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი-ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფომაციით, ნანუკას ფონდთან ერთად დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის...

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა - ფოტო...