მთავარისიახლეებირუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა – მედიაომბუდსმენი

Published on

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა.

28 აპრილიდან – 01 მაისამდე პერიოდში:

სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა TV პირველის ოპერატორს, ნიკო კოკაიას;
სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა “პუბლიკას” – ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს;
სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა TV პირველის ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს. ასევე, ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს;
სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა “აი, ფაქტის” ჟურნალისტ რობი ზარიძეს;
თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive • ახალი ამბების ჟურნალისტი, გიგა გელხვიიძე.
როგორც მედიაომბუდსმენი ამბობს, ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესების გათვალისწინებით მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

“ორგანიზაცია 2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას. 2023 წლის მარტიდან კი მედიის მხარდასაჭერად 21 საქმეს აწარმოებს. არა რუსულ კანონს!,” – წერს მედიაომბუდსმენი.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....