მთავარისიახლეებისაქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვიღაცებს...

საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვიღაცებს სურთ, მოკავშირეები უსახო ომის პარტიად წარმოაჩინონ – ზურაბიშვილი

Published on

დღეს, 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე აღინიშნება. რეკრუტებმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს, რის შემდეგადაც ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეკრებილებს პრეზიდენტმა მიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინც ცდილობდა ჩვენ განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.

მისი განცხადებით, 30 წელზე მეტია ეს ქვეყანა და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, რასაც ევროპული პერსპექტივა ჰქვია და ამ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

“დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირ ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას. მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

30 წელზე მეტია რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათა ღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს, აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინც ცდილობდა ჩვენ განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. […] დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და პირველ რიგში თქვენ ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას, იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი, მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, -...

ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე “დიფ სთეითის” პოლიტიკაზე უარის თქმა” – სუბარი

ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაღუპულია ერთი და დაშავებულია 60-მდე ადამიანი

რუსი აგრესორების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, მათ შორის...

“რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!” -პაპუაშვილი

"ეს რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში...