მთავარისიახლეებიევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, თბილისში ჩამოდის

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, თბილისში ჩამოდის

Published on

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში თბილისში ჩამოდის – ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი ცნობით, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების განხილვისა და ახალი ინიციატივების წარდგენის მიზნით.

“1 და 2 მაისს, ბატონი კოოპმანი საქართველოს ეწვევა და ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ბატონი კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ შორის, ვიცე–პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის, ასევე ,შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში. ბატონი კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.” ნათქვამია ინფორმაციაში

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...