მთავარისიახლეებისაზოგადოებაVisioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა

Visioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა

Published on

Visioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის კი რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულებულია – პოლიცია ისევ “ოცნების” მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას იცავს.

აქცია დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. ადგილზე იყო მობილიზებული სპეცრაზმი, რობოკოპები. პარლამენტთან იდგა წყლის ჭავლის მანქანაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 აპრილს, “ქართული ოცნება” რუსული კანონის მხარდამჭერი აქციის მოწყობას გეგმავს. სწორედ ამიტომ იცავს პოლიცია მათ სცენას.

დღევანდელი აქციის მონაწილეებმა კი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი სწრაფვა ევროპისკენ და ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ ევროპაში სურთ და არა რუსეთში, საითაც “ოცნების” ხელისუფლება მიგვექაჩება.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....